სხვა

14:06 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების III ადგილი ევროპის თასის ეტაპზე

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური თასის გათამაშების ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა. მოხმალავეთა შეჯიბრებას, რომელშიც 7 ქვეყნის 8 გუნდი მონაწილეობდა, იტალიის პადოვამ უმასპინძლა.

სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია – ასეთი იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომლის მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე გახლდათ. პადოვაში იმყოფებოდა ფარიკაობის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო არბიტრი ზაზა მჭედლიძეც.

ქართველმა მოფარიკავეებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგეს: იტალიის I ნაკრებს 45:39 აჯობეს, საფრანგეთს – 45:34, ისრაელს კი – 45:23. 1/4-ფინალში მერაბ ბაზაძის გაწვრთნილი გუნდი კვლავ ებრაელ სპორტსმენებს დაუპირისპირდა – 45:24, 1/2-ფინალში ისევ მასპინძელთა პირველ გუნდს შეხვდა – 41:45, მესამე ადგილისთვის კი ქართველებმა იტალიის II ნაკრები დაამარცხეს – 45:28.

პადოვაში მოგებული ბრინჯაოს მედალი ქართველი მოფარიკავეების მეორე წარმატებაა 2016 წლის 9 იანვარს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასის ეტაპი მოიგო, ბექა ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.116429