ფეხბურთი

13:41 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიახლეები სამსაჯო კორპუსიდან

დღეს 39 ქართველი მსაჯი თურქეთში გაფრინდა, სადაც ამხანაგურ მატჩებს გაუძღვებიან. ამ პერიოდში ხომ თურქულ კურორტებზე უამრავი გუნდია ჩასული და შეკრებას გადიან. ამ 39 მსაჯში, რა თქმა უნდა, ასისტენტებიც შედიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების წარმომადგენლებისგან, მამუკა ელიკაშვილისგან და ლევან მიქელაძისგან შევიტყვეთ, რომ ქართველი მსაჯები თურქეთში 9 თებერვლამდე დარჩებიან, 7-ში მათ ექნებათ ნორმატივები, ხოლო 8-ში – თეორიული გამოცდები.

ზოგადად, რამდენი მსაჯი გვყავს ფიფას კატეგორიისა? მათ შესახებ ინფორმაცია ასევე ელიკაშვილისგან და მიქელაძისგან მივიღეთ:

ფიფას კატეგორიის 3 არბიტრი გვყავს: ლაშა სილაგავა, გოორგი ვადაჭკორია, გიორგი ყრუაშვილი; არის კიდევ 6 ქართველი ასისტენტი; კიდევ, 2 ფუტსალის მსაჯი: აკაკი ქუხილავა, არსენ ნონიკაშვილი; 2 ქალი ასისტენტი: ხათუნა მაისურაძე, ქეთი გაიპარაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091179