რაგბი

12:02 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მილტონ ჰეიგი: "დასახული მიზნების მისაღწევად შემდეგ ოთხ წელში ბევრი შრომა უნდა გავწიოთ"

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქციის მიერ მომზადებული ინტერვიუ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგთან:

პირველი ნაბიჯი შაბათს, გერმანიასთან გვექნება

მომავალ მსოფლიო თასზე ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა 2023 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად გასვლა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება იქნება. 2019 წელს აგრეთვე გვსურვს ვცადოთ მეოთხედფინალში გასვლა - ეს საუკეთესო შედეგი იქნება. დასახული მიზნების მისაღწევად შემდეგ ოთხ წელში ბევრი შრომა უნდა გავწიოთ, რის პირველი ნაბიჯიც მომავალ შაბათს გერმანია იქნება. ეს მსოფლიო თასის შემდეგ ჩვენი პირველი თამაში იქნება, შესაბამისად ყველას გვინდა კარგი თამაშის ხარისხი შევთავაზოთ.

რა გასაკვირია, რომ ჩვენ გამარჯვება გვსურს - გვინდა ამ ტურნირზე მოგებების სერია განვაგრძოთ. მართალია ამ ტურნირს ჩვენთვის საკვალიფიკაციო ხასიათი აღარ აქვს, თუმცა რათქმაუნდა მაინც გვინდა მისი მოგება. ამასთან, გვინდა რომ სანახაობრივი რაგბი ვითამაშოთ და ეს შესაძლებლობა განვითარებისთვის გამოვიყენოთ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყოველწლიურად რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბეს გამოვცდით, რომლებსაც ექნებათ 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი. ახალი სახეების გამოჩენა ბუნებრივი პროცესია და ყოველწელიწადს ვიხილავთ უფრო მეტ ახალგაზრდა მორაგბეს - მათ უკვე სანაკრებო ასაკი უწევთ. ისინი უკვე მზად არიან, რომ მაღალ დონეზე ითამაშონ. წელსაც რამდენიმე ახალი მოთამაშე გვეყოლება, რომლებსაც ჯერ კიდევ უწევთ 20-წლამდე ნაკრებში თამაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ დიდი მომავალი აქვთ და ზუსტად ახლაა სწორი დრო, რომ ისინი ეროვნულ გუნდში ჩავრთოთ.

ნოემბერში მარიფილდზე

წელს ნოემბერში შოტლანდიას მარიფილდზე ვესტუმრებით. ჩვენ ისტორიაში პირველად ვითამაშებთ ამ სტადიონზე მასპინძლების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი მატჩი იქნება. გარდა ამისა ნოემბერში გვექნება კიდევ ორი მაღალი დონის ტესტ-მატჩიც, ხოლო მეტოქეთა ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ტესტები თბილისის თასის ნაცვლად

2016 და 2017 წლების ივნისში ჩვენ ვგეგმავთ ძლიერ გუნდებთან თამაშს. შესაბამისად აღარ იარსებებს თილსის თასი და საქართველო გაემგზავრება ოკეანეთში, სადაც კუნძულელებს დავუპირისპირდებით. საკმაოდ რთული მატჩები გველის, თუმცა ივნისის ტესტები არის ერთადერთი ფანჯარა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ უფრო მაღალი დონის მატჩების სათამაშოდ.

ლევან მაისაშვილი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი

ჩვენ ძალიან გავიმართლა, რომ სამწვრთნელო შტაბში ლევან მაისაშვილი გვყავს. მაისაშვილი საქართველოში ბოლო წლების ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი. მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა, იგი ყოველთის ძალიან კარგ გუნდს აყალიბებდა. უკანა ხაზის მწვრთნელი, მაიქლ ბრედლი კვლავ ჩვენს გუნდშია. აგრეთვე სამწვრთნელო შტაბშია, 20-წლამდელთა მთავარი მწრთნელი ილია მაისურაძე - მას საკმაოდ რთული წელი ელის. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბში შედის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი.

შეთანხმება ტულონთან
ჩვენ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი შეკრების დროს შევუთანხმდით ტულონს, რომ ისინი ამ პერიოდში კლუბში სათამაშოდ მამუკა გორგოძეს, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძეს საკლუბო მატჩებზე არ გამოიძახებდნენ. სანაცვლოდ კი შევპირდით, რომ მათ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ სამ მატჩზე არ გამოვიძახებდით.

www.rugby.ge

0.130218