მარტვილის ”მერანი” თურქულ სიდეში გამართულ ტესტ-მატჩში ბულგარულ “მონტანას” დაუპირისპირდა და ფრედ – 1:1 ითამაშა. მარტვილელები ლაშა ჯღამაიას მიერ გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა, მეორე ნახევარში ბულგარელებმა ანგარიშის გათანაბრება თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შესძლეს.
მთლიანობაში, “მერანმა” საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბურთს ძირითადად მარტვილელები ფლობდნენ და ორჯერ საკუთარი გუნდის წინ გაყვანა დათა ციცხვაიას შეეძლო. კარგი შანსი ჰქონდა შეცვლაზე შემოსულ იმედა აშორტიასაც, თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა.
“მერანმა” შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: მამალაძე, მელიავა, ორბელაძე, გიორგაძე, გეგია, წყაროზია, ხაბელაშვილი, ჯიქია, ჯღამაია, გოგოლიძე, ჩიმაკაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: დ.ციცხვაია. ი.ციცხვაია, შენგელია, აშორტია, გოგუაძე, გაზდელიანი, რუხაია, კიკნაველიძე, სევოსტიანენკო, კენჩხაძე.
“მერანი” მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 3 თებერვალს გამართავს. მარტვილელთა მეტოქე კიდევ ერთი ბულგარული კლუბი “პირინი” იქნება.







