ჩოგბურთი

0:37 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მსოფლიოს მე-60 ჩოგანია

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ წყვილთა რეიტინგში მე-60 ადგილზე გადაინაცვლა და კარიერის რეკორდამდე ცოტაღა აშორებს – 2013 წლის სექტემბერში ოქსანა მსოფლიოს 47-ე ჩოგანი გახლდათ.

ერთეულთა კლასიფიკაციაში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ისევ სოფო შაფათავას აქვს, რომელიც 216 ქულით 226-ე ადგილზე იმყოფება.

კლასიფიკაციაში ასევე მოხვდნენ: 327 (352). ეკატერინე გორგოძე – 124; 392 (370). სოფო ქვაცაბაია – 92; 474 (469). მარიამ ბოლქვაძე – 63; 660 (655). ოქსანა კალაშნიკოვა – 30; 774 (772). თინათინ ყავლაშვილი – 20; 1103 (1103). თამარ ჭალაგანიძე – 7; 1211 (1208). ანა შანიძე – 4;

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვლიდან საქართველოს ქალთა ნაკრები შაფათავას, კალაშნიკოვას, ქვაცაბაიას და გორგოძის შემადგენლობით, ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ჩაებმება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ აფრიკა ეყოლება.

0.146491