რაგბი

22:05 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხუთიდან ორმა ითამაშა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ის გუნდებიდან ხუთი ლეგიონერია გამოძახებული. გასულ შაბათ-კვირას ამ ლიგის მე-17 ტურის თამაშები გაიმართება და გერმანიასთან მატჩისთვის დაძახებული ხუთეულიდან (მერაბ შარიქაძე, ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი ნემსაძე, ლაშა ლომიძე და ბექა გორგაძე), კლუბების შემადგენლობაში მხოლოდ ორმა ითაშმაა.

ყველაზე სასიამოვნო სიახლე გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის “ტარბის” შეემთხვა, რომელსაც დაკლებული 15 სატურნირო ცხრილიდან, თითქმის ნახევარი შეუკვეცეს და ახლა მინუსში მხოლოდ 8 ქულა აქვს. მე-17 ტურში გუნდი ასტამურ იოსელიანისა და ტარიელ რატიანიძის “ნარბონთან” საკუთარ მოედანზე 16:20 დამარცხდა, მაგრამ 7-ქულიანი ამნისტიის ხარჯზე, სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურს თავი დააღწია.

მატჩში მონაწილეობა სამმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო – მეორეხაზელი ნემსაძე შეუცვლელად გაისარჯა, სასტარტო შემადგენლობაში იყო 59-ე წუთზე შეცვალეს მირცხულავა, ხოლო რატიანიძე ბრძოლაში 52-ე წუთიდან ჩაერთო. პირველ ტაიმში “ტარბის” სამ ჯარიმას “ნარბონმა” ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა, ხოლო მეორე ნახევარში მაყურებელმა სამი ლელო იხილა. მასპინძელთა სამწუხაროდ, აქედან ორი სტუმრების იყო, მეორე საჯარიმო 5-მეტრა შერკინების ჩაქცევისთვის ის რატიანიძის დამსახურებაცაა. “ტარბიმ” 1 ლელო-გარდასახვა 74-ე წუთზე გაქვითა, რითაც ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანა და პრემიალური ქულა ჩაიწერა.
ბექა გორგაძე “მონ-დე-მარსანი” ლიდერს, ზაზა ნავროზაშვილის “ლიონს” ეწვია და 15:40 დამარცხდა. გორგაძემ მატჩის დებიუტში 3 წუთით ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა, ხოლო მე-60 წუთიდან სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. სტუმრებმა ტაიმის მიწურულს ორი კონტრშეტევა 34-ე და 38-ე წუთებზე ლელოებად აქციეს და 15:9 დაწინაურდნენ, მაგრამ ზედ შესვენების წინ ლელო-გარდასახვა გაუშვეს და 1 ქულით ჩამორჩნენ.

მეორე ტაიმი სრულად “ლიონის” იყო, რომელმაც კიდევ სამი ლელო გაიტანა, მაგრამ პრემიალური ქულის ასაღებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გორგაძეს ამ ლელოების გაშვებაში დანაშაული არ მიუძღვის - მესამე ლელოს დროს მან ორჯერ შებოჭა შემტევი, მაგრამ იერიშები გაგრძელდა და თანაგუნდელებმა იგივეს გაკეთება ვეღარ შეძლეს.
ანტონ ფეიქრიშვილის “ბეიონმა” “ბიარიცი” სტუმრად 16:13 დაამარცხა. ქართველი ბურჯი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა.
ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის “ორიაკმა” ლაშა ლომიძის “ბეზიე” 24:10 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ დათუნაშვილი იყო, რომელმაც პირველიდან 66-ე წუთამდე ითამა. შეხვედრის ერთადერთი ლელო სტუმრებმა ტაიმის მიწურულს გაიტანეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს (10:12), მაგრამ “ორიაკმა” მეტოქის უდისციპლინობა კარგად გამოიყენა და 8 ჯარიმა გაიტანა.
ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ” “მონტობანს” უმასპინძლა, 10:16 დამარცხდა და უქულოდ დარჩა. შეყლაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს. 48-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში მაისურაძე. ტაიმის ბოლოს მასპინძლებს კარგი სალელოვე შესაძლებლობა ჰქონდათ, მეტოქე კარის წინ, 5-მეტრა შერკინებაში ვერ დადგა და რადგან “მონტობანის” მარცხენა ბურჯი შეყლაშვილს ვერ დაუდგა, სინბინით დაისაჯა, მაგრამ “ალბიმ” ეპიზოდი უქულოდ დაასრულა და მერე ჯარიმა თავად გაუშვა. მეორე ტაიმში სტუმრები უკვე 16:3 დაწინაურდნენ, სულ ბოლოს საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, მაგრამ ამან ვეღარაფერი შეცვალა.
გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსი” “კარკასონთან” 3:13 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 66-ე წუთიდან ითამაშა. მასპინძლებმა 29 წუთში ორი ლელო და ერთი ჯარიმა გაიტანეს, ერთი ჯარიმა თავად გაუშვეს და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.
ელიზბარ ყუფარაძის “დაქსი” “კოლომიეს” ქართველი ლეგიონერის გარეშე დაიხვდა და 6:29 დამარცხდა. სტუმართა შორის 68-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ოთარ ტურაშვილმა, რომელიც რუმინეთის ნაკრების კვაჭია. დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა”, ასევე ქართველი ლეგიონერების გარეშე “ბურგუენს” 25:6 სძლია და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
პრო დ2-ის მომდევნო ტურის თამაშები ექვსი ერისა და ერთა თასის პარალელურად, 5, 6 და 7 თებერვალს გაიმართება.

2015-2016 წლების პრო დ2-ის სეზონი. XVII ტური
ბიარიცი - ბეიონი 13:16
ორიაკი - ბეზიე 24:10
დაქსი - კოლომიე 6:29
ალბი - მონტობანი 10:16
კარკასონი - ექს-ან-პროვანსი 13:3
პერპინიანი - ბურგუენი 25:6
ტარბი - ნარბონი 16:20
ლიონი - მონ-დე-მარსანი 40:15

გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ

1. ლიონი 17 15 0 2 561:275 68 8
2. ბეიონი 17 11 1 5 410:339 52 6
3. ბეზიე 17 11 1 5 450:339 50 4
4. ორიაკი 17 10 0 7 417:348 46 6
5. პერპინიანი 17 9 1 7 373:336 44 6
6. კოლომიე 17 9 2 6 334:348 43 3
7. ალბი 17 9 1 7 321:303 41 3
8. ნარბონი 17 8 0 9 349:350 38 6
9. მონტობანი 17 8 0 9 317:365 36 4
10. მონ-დე-მარსანი 17 7 0 10 317:376 33 5
11. კარკასონი 17 7 0 10 279:395 32 4
12. ბურგუენი 17 6 0 11 289:351 31 7
13. ბიარიცი 17 6 0 11 341:331 29 5
14. ტარბი 17 7 0 10 306:352 26 6
15. დაქსი 17 5 0 12 312:416 23 3
16. ექს-ან-პროვანსი 17 5 0 12 283:435 22 2
ტარბის დაკლებული აქვს 8 ქულა

XVIII ტური. 5-7 თებერვალი

ბურგუენი - კარკასონი, ექს-ან-პროვანსი - ორიაკი, მონ-დე-მარსანი - ბიარიცი, ბეზიე - ტარბი, ნარბონი - ალბი, კოლომიე - პერპინიანი, მონტობანი - ლიონი, ბეიონი - დაქსი

თეგებიპრო დ2
0.12159