ფეხბურთი

1:17 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” დებუში სამშობლოში გაუშვა

ლონდონის “არსენალმა” მარჯვენა მცველი მატიე დებუში ფრანგულ “ბორდოში” გაასხვისა. როგორც ჟირონდული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 30 წლის მცველი “ჟან შაბალ დელმაზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებით დარჩება.

დებუში “არსენალს” 2014 წელს “ნიუკასლ იუნაიტედიდან” შეუერთდა, მაგრამ არსენ ვენგერის ნდობა დღემდე ვერაფრით დაიმსახურა. სანამ ნისლიან ალბიონზე გადაბარგდებოდა, მატიე სამშობლოში წარმატებით “ლილის” ღირსებას იცავდა.

0.115056