ფეხბურთი

21:03 | 1.02.2016 | ნანახია NaN - ჯერ

“რომამ” პეროტი გაიფორმა

იტალიური “რომა” შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. “ჯალოროსის” ვებგვერდის ცნობით, კლუბმა “ჯენოას” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი დიეგო პეროტი გაიფორმა. რომაელებს 27 წლის არგენტინელის დამატება 11.5 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხოლო კონტრაქტი ძალაში 2020 წლის 30 ივნისამდე იქნება.

დიეგო პეროტი “ჯენოაში” 2014 წლის ზაფხულში ჩაირიცხა, ხოლო მანამდე ესპანურ “სევილიას” რიგებში ირჯებოდა. აღსანიშნავია, რომ დიეგო “რომას” მეორე ახალწვეული შემტევია სტეფან ელ შაარავის შემდეგ.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:47 | 28.01.2019
valeri8848 (2622)

ჯოჯის გამონათქვამები სურათებზე რომ არ მოგეთავსებიათ და ცალკე დაგეწერათ ადგილი ვერ იპოვეთ??/// აჭარაბეთის რეკლამისთვის ინახავთ??????????????

18:50 | 28.01.2019
Marco888 (52)

ნახევარი ვერ წავიკითხე . საღოლ ფერები

18:22 | 28.01.2019
CR7NOLE (15561)

თავიან აბსურდში რომ ცხოვრობდნენ მაგიტომ ვერაფერს აღწევდნენ ლიგაზე, ტიპს დღემდე ჯერა რომ ძალიანს საეჭვო ეპიზოდი იყო ბენათიაზე

0.070894