ფეხბურთი

21:24 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კონსტანტი იტალიაში დაბრუნდა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა “ბოლონიამ” გვინეელი ნახევარმცველი კევინ კონსტანტი დაიმატა. როგორც ემილიური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, 28 წლის ფეხბურთელი “რენატო დალ არაზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, ხოლო თუ მხარეებს სურვილი ექნებათ, ზაფხულში ხელშეკრულება 2 წლის ვადით ავტომატურად გახანგრძლივდება. საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი “ბოლონიამ” ხელში უფასოდ ჩაიგდო, რადგან კონსტანტმა გასული წლის 17 ნოემბერს თურქულ “ტრაბზონსფორთან” კონტრაქტი გაწყვიტა და მას მერე უგუნდოდ იმყოფებოდა.

კევინისთვის იტალია უცხო არაა – აქამდე მას ვერონას “კიევოს”, “ჯენოასა” და “მილანში” უთამაშია. სწორედ “როსონერიდან” შეუერთდა 2014 წელს “ტრაბზონსფორს”.

0.115702