“გოლდენ სტეიტის” ლიდერმა სტეფ კარიმ “ნიუ იორკთან” (116:95) მოგებულ მატჩში სამი 3-ქულიანი ჩააგდო, სულ კი იანვრის თვეში 81 ჩაგდებული სამქულიანი გამოუვიდა. ნბა-ს ისტორიაში ერთ კალენდარულ თვეში აქამდე 80 სამქულიანი არავის ჩაუგდია.
წინა რეკორდიც სტეფ კარის ეკუთვნის, რომელმაც 2015 წლის ნოემბერში 77 სამქულიანი ჩააგდო.
მიმდინარე სეზონში 45 შეხვედრაში კარიმ 479 მცდელობიდან 218 (45.5%) სამქულიანი გამოიყენა.