იტალიურმა “მილანმა” და ჰოლანდიელმა ნაიჯელ დე იონგმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს. ამის შესახებ ლომბარდიული განდის ვებგვერდი იუწყება. აქვე, ისიც ცნობილი ხდება, რომ 31 წლის დე იონგი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ლოს ანჟელეს “გალაქსიში” გააგრძელებს, რომელთანაც უკვე შეთანხმებულია კონტრაქტის პირობები.
ნაიჯელ დე იონგი “მილანში” 2013 წლის ზამთრიდან მოყოლებული თამაშობდა და მას შემდგომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ხვდებოდა, თუმცა მიმდინარე სეზონში სინიშა მიხაილოვიჩის ნდობა ვერ დაიმსახურა და მოედანზე მხოლოდ 5-ჯერ გავიდა. ჰოლანდიის ნაკრებში კი ნაიჯელს აქამდე 81 მატჩში უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
linkin-park (1845)..მეც მაგი ვთქვი,სერ შონი თუა სერ ალიკა არ არიიის,,თუ ნაკლებად პოპულარულია,ან თუ სერი არ არისDDDD
აუ რა სტატიების წერა დაიწყეთ უკვე
სუ გაგიუფერულდათ საიტი და ესღა გაკლდათ ახლა ტოპ 10 ის და ტოპ მილიონის წერები ზუსტად
ჯერ ერთი იქ შონ კონერის გარდა სერ ალექსიცაა