ფეხბურთი

20:07 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსამ” მონტოია “ბეტისში” გაუშვა

კატალონიის “ბარსელონამ” 24 წლის ფეხბურთელი მარტინ მონტოია სევილიის “ბეტისში” სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. აღნიშნულ ინფორმაციას ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

მონტოიამ, რომელიც “ბარას” სკოლის აღზრდილია, სეზონის პირველი ნახევარი ასევე იჯარით მილანის “ინტერში” გაატარა, თუმცა იტალიაში თავის გამოჩენის საშუალება მხოლოდ 3 შეხვედრაში მიეცა და შესაბამისად, აპენინი უსახელოდ დატოვა.

რაც შეეხება მონტოიას ბარსელონურ თავგადასავალს, 2010-2011 წლების სეზონში დაიწყო, თუმცა მარტინმა ვერც პეპ გვრადიოლას და ვეღარც ლუის ენრიკეს დროს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა.

0.114634