ფეხბურთი

18:52 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დუმბია “კაჭკაჭია”

იტალიური “რომასა” და კოტ დივუარის ნაკრების თავდასხმელი სეიდუ დუმბია კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “ნიუკასლ იუნაიტედში” გააგრძელებს. ამის შესახებ “კაჭკაჭების” ვებგვერდი იტყობინება. 28 წლის აფრიკელი შემტევი “სენტ ჯეიმს პარკზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება, ხოლო მერე ინგლისელებს მისი გამოსყიდვაც შეეძლებათ.

“ნიუკასლში” ყოფნით ბედნიერი ვარ, ინგლისის პრემიერლიგაში თამაში ჩემი ოცნება იყო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბს დავეხმარო”, - თქვა დუმბიამ.

სეიდუ დუმბია “რომამ” ერთი წლის წინ, მოსკოვის ცსკადან შეიძინა, მაგრამ აპენინზე მან ფეხი ვერ მოიკიდა, ზაფხულში იჯარით ისევ რუსეთში დაბრუნდა და კვლავაც წარმატებით ათამაშდა. დუმბიას კოტ დივუარის ნაკრებში 22-ჯერ უთამაშია და 4 გოლი გაუტანია.

0.118728