ფეხბურთი

17:14 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნს” გიოტცე დაუბრუნდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარცველმა მარიო გიოტცემ ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

23 წლის გერმანელი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ირლანდიასთან ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა. ტრავმის გამო გიოტცემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა.

უახლოეს პერიოდში ელიან “ბაიერნის” შემადგენლობაში მცველის მეჰდი ბენატიას და ნახევარმცველის ფრანკ რიბერის დაბრუნებას. მიუნხენური კლუბის საიტი იტყობინება, რომ ორივე მოთამაშე ამჟამად ინდივიდუალურად ემზადება და მალე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშსაც შეძლებს.

0.111629