დუბაის სასამართლომ ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელს, რომელმაც “ბარსელონას” შემტევის ლიონელ მესის პასპორტი ინტერნეტში გამოაქვეყნა. ამის შესახებ სააგენტო AFP-ი იტყობინება.
აეროპორტის თანამშრომელმა სამართალდამცავმა ვიდეო გადაიღო, რომელზეც მას არგენტინელი ფეხბურთელის პასპორტი უჭირავს. პოლიციელი ირწმუნებოდა, რომ მან გადაღებამდე ნებართვა მესისგან მიიღო, თუმცა სასამართლომ აღნიშნულ ქმედებას პირად ცხოვრებაში ჩარევის კვალიფიკაცია მისცა.