იტალიის სერია A-ს XXII ტურის შემდეგ საბოლოოდ გამოიკვეთა ის გუნდები, რომლებიც საჩემპიონოდ გაიწევენ. “ნაპოლი” და ტურინის “იუვენტუსი” მეტოქეებს უკვე საგრძნობლად დაშორდნენ და ძნელად სავარაუდოა, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. და მაინც, გასულ უიქ-ენდზე მთავარი მატჩი მილანური დერბი გახლდათ, რომელშიც “მილანმა” “ინტერს” პირწმინდად აჯობა...
სინიშა მიხაილოვიჩის “მილანს” მიმდინარე სეზონში არასტაბილურობა რომ არ ახასიათებდეს, ახლა გაცილებით მაღალ საფეხურზე იქნებოდა. “როსონერის” შეუძლია ერთ ტურში “ინტერი” გაანადგუროს, ხოლო მერე აუტსაიდერ “კარპისთან” ქულები დაკარგოს... “დერბი დელა მადონინა” ძალზე კარგი საყურებელი გამოდგა, ისეთი, როგორიც ამ გუნდებს ეკადრებათ. “მილანმა” ტაიმი ალექსის ზუსტი თავურით მოიგო, მეორე ტაიმში კი, “ინტერმა” გათანაბრება სცადა და ახლოსაც იყო: 70-ე წუთზე მაურო იკარდიმ პენალტი პირდაპირ ძელს დაუმიზნა... ვერ გაიტან, გაგიტანენო და, სწორედ ასე დაემართა “ინტერნაციონალეს”. აღნიშნული მომენტიდან სამ წუთში მბიაიე ნინაგის ჩაწოდების მერე კარლოს ბაკა მირნადას ადვილად დაუსხლტდა და ბურთი ბადეში გადაგზავნა. წერტილი კი თვითონ ნიანგმა დასვა – 3:0. “მილანი” ისევ მე-6 პოზიაციაზე დარჩა, მაგრამ მესამეადგილოსან “ფიორენტინას” მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება და იქნებ ლიგის საგზურსითვისაც გაიბრძოლოს...”ინტერი” კი კრიზისშია – “ნერაძური”, რომელიც ცოტა ხნის წინ ლიდერი იყო, ახლა მეოთხეა და “ნაპოლის” 9 ქულით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ მანჩინის გუნდმა ოთხ დღეში ორჯერ წააგო დიდი ანგარიშით – ჯერ თასზე “იუვენტუსთან”, ახლა “მილანთან”....
ტურინის “იუვენტუსმა” ამასობაში ზედიზედ მე-12 თამაში მოიგო. “ბებერი ქალბატონი” რაც დროს გადის, უფრო დაუნდობელი ხდება, ასე იყო ვერონაშიც. “კიევოს” “იუვემ” ყველაფერი საწყის 45 წუთში გადაუწყვიტა. ესპანელ ალვარო მორატას 4 თვე გოლი ვერ გაჰქონდა და ძალიან აკრიტიკებდნენ, თუმცა პირინელმა შემტევმა თავისი თამაში იპოვა. “ინტერთან” შესრულებულ დუბლს, მორატამ გუშინაც დუბლი მიამატა და ფაქტია, რომ ჩვეულ ფორმას ნელ-ნელა უბრუნდება. მეორე ნახევარში ალექს სანდრო და პოლ პოგბამაც აიღეს მასპინძელთა კარი – 0:4. “იუვენტუსი” ლიდერ “ნაპოლის” ფეხდაფეხ მიჰყვება და ბევრ რამეს ტურინში გასამართი შეხვედრა გააკრვევს.
თუ “იუვენტუსმა” 4:0 მოიგო, “ნაპოლიმ – 5:1. ნეაპოლიტანელებმა “ემპოლისგან” არაფერი დატოვეს და ძალზე ადვილად აჯობეს. ამ მატჩში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და გასახარი ლევან მჭედლიძის მოედანზე გამოჩენა გახლდათ, რომელიც ფეხბურთს სექტემბრის მერე დაუბრუნდა. რაც შეეხება თვითონ თამაშს, თავიდან სტუმრები იგებდნენ, მაგრამ არ შეერგოთ... ისე როგორ დასრულდებოდა “ნაპოლის” შეხვედრა გონსალო იგუაინს რომ არ გაეტანა, მის გარდა დუბლით ხოსე კალეხონი, ხოლო დიდებული ჯარიმით ლორენცო ინსინიე გამოირჩნენ.
ტურის სამი მატჩი, “ტორინო” – “ვერონა”, “უდინეზე” – “ლაციო” და “ჯენოა” – “ფიორენტინა” კი, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
“კიევო” – “იუვენტუსი” 0:4 (0:2) (მიმოხილვა)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 12 000
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; სარდო, ფრეი, დაინელი, კაჩატორე; რიგონი, რადოვანოვიჩი (პინცი 61), კასტრო; ბირსა (პელისიერი 68); მპოკუ (გობი 73), ინგლეზე
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; კასერესი, ბონუჩი, ბარძალი; ლიხშტაინერი (პადოინი 80), ხედირა (სტურარო 46), მარკიზიო (ერნანესი 70), პოგბა; ალექს სანდრო; დიბალა, მორატა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 მორატა (6), 0:2 მორატა (40), 0:3 ალექს სანდრო (61), 0:4 პოგბა (67)
გაფრთხილება: რადოვანოვიჩი (9), სარდო (54), პინცი (85) – ალექს სანდრო (20), ერნანესი (84)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 26 (12) ბურთის ფლობა: 28%-72% კუთხურები: 0:4 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: დანიელე დოვერი
“ბოლონია” – “სამპდორია” 3:2 (2:0) (მიმოხილვა)
ბოლონია, “დალ არა”
მაყურებელი: 19 000
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; ოიკონომუ, გასტალდელო, როსეტინი, მაზინა; ტაიდერი, დიავარა, დონსა (რიცო 61), ჯაკერინი (ფლოკარი 76), დესტრო, მუნირი (ბრიგი 66)
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“სამპდორია” (4-2-3-1): ვივიანო; დოდო (კოდა 84), მოისანდერი, რანოკია, სალა; ფერნანდო, ბარეტო (სილვესტრე 46), კორეა; სორიანო (ალვარესი 76); ივანი, მურიელი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 1:0 მუნირი (12), 2:0 დონსა (24), 2:1 მურიელი (54), 2:2 კორეა (80), 3:2 დესტრო (88)
გაფრთხილება: მუნირი (63), გასტალდელო (68), ოიკონომუ (90) – ფერნანდო (32), ივანი (61), კორეა (86), ალვარესი (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (6) – 11 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: მიშელ ფაბრი
“ჯენოა” – “ფიორენტინა” 0:0 (0:0)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 21 000
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, მუნიოსი; ანსალდი, დზემაილი, რინკონი, ლაქსალტი; პეროტი (ჩერჩი 64), პავოლეტი (დე მაიო 90), სუსო (კაპელი 64)
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; რონკალია, ასტორი, როდრიგესი; ბერნარდესკი, ვესინო, ბორხა ვალერო, პასკუალი (ალონსო 78); ილიჩიჩი (ტინო კოსტა 56), სარატე (კალინიჩი 56); ბაბაკარი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
გაფრთხილება: ანსალდი (7), პავოლეტი (44) – რონკალია (33), ვესინო (38), ტინო კოსტა (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 7 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 4:1
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
“ნაპოლი” – “ემპოლი” 5:1 (2:1) (მიმოხილვა)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებელი: 37 000
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (დავიდ ლოპესი 86); კალეხონი, იგუაინი (გაბიადინი 72), ინსინიე (მერტენსი 75)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, კამპორეზე, მარიო რუი; კროჩე (კრუნიჩი 82), ზიელინსკი, პარედესი; საპონარა (ბუჩელი 58); მაკარონე (მჭედლიძე 69), პუჩიარელი
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
გოლები: 0:1 პარედესი (28), 1:1 იგუაინი (33), 2:1 ინსინიე (37), 3:1 კამპორეზე (52, ა.გ), 4:1 კალეხონი (84), 5:1 კალეხონი (88)
გაფრთხილება: რეინა (34), ჰისაი (40), ალანი (45) – ზიელინსკი (36), ტონელი (50), ბუჩელი (79)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 5 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: დავიდე მასა
“ტორინო” – “ვერონა” 0:0 (0:0)
ტურინი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 17 000
“ტორინო” (3-5-2): პადელი; იანსონი, მაკსიმოვიჩი, მორეტი; ბრუნო პერესი, აკქუა (ბაზელი 59), გაცი, ბენასი, მოლინარო (ძაპაკოსტა 58); ბელოტი, იმმობილე (მარტინესი 88)
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“ვერონა” (4-4-2): გოლინი; პიზანო, მორასი, ალბერტაცი (ფარესი 78), ჰელანდერი; იანკოვიჩი, ვსჟოლეკი (ბიანკეტი 81), გრეკო, იონიტა; ტონი, გომესი (პაცინი 57)
მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი
გაფრთხილება: იანკოვიჩი (44), გრეკო (58), ჰელანდერი (62), პაცინი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 8 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: მაურიციო მარიანი
“უდინეზე” – “ლაციო” 0:0 (0:0)
უდინე, “ფრიული”
მაყურებელი: 12 000
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი; ედენილსონი, ბადუ, გილერმე (ლოდი 59), კუჟმანოვიჩი (ბრუნო ფერნანდესი 69), ალი ადნანი; ზაპატა (ჰეტრო 54), ტერო
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; ბასტა, ჰოედტი, ბიშევაცი (მაურისიო 8), კონკო; პაროლო (კლოზე 75), მილინკოვიჩ-სავიჩი, კატალდი; კეიტა, ჯორჯევიჩი (მატრი 44), კანდრევა
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გაფრთხილება: ტერო (30), დანილო (31, 43), ვაგუე (37) – ჯორჯევიჩი (31), პაროლო (50), კატალდი (67), მილინკოვიჩ-სავიჩი (90)
გაძევება: დანილო (43) – მატრი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 10 (2) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 7:3
მსაჯი: დომენიკო ჩელი
“მილანი” – “ინტერი” 3:0 (1:0) (მიმოხილვა)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 77 043
“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, რომანიოლი, ალექსი, ანტონელი; ჰონდა (ბოატენგი 89), მონტოლივო, კუცკა, ბონავენტურა; ნიანგი (ბალოტელი 79), ბაკა (ბერტოლაჩი 86)
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; სანტონი, მურილო, მირანდა, ჟუან ჟესუსი; მედელი, ბროჟოვიჩი; ლიაიჩი (ალექს ტელეში 87), იოვეტიჩი (იკარდი 64), პერიშიჩი (ფელიპე მელო 78); ედერი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 1:0 ალექსი (35), 2:0 ბაკა (73), 3:0 ნიანგი (77)
გაფრთხილება: ალექსი (58), კუცკა (65), ბალოტელი (80) – იოვეტიჩი (45)
გამოუყენებელი პენალტი: იკარდი (70)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 9 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: ანტონიო დამატო