ჭადრაკი

13:33 | 1.02.2016 | ნანახია 0 - ჯერ

ხოტენაშვილი ასეულს მიღმა იმყოფება

გიბრალტარში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე 6 ტური მიილია, ასპარეზობის ერთადერთ ქართველ მონაწილე ბელა ხოტენაშვილს (2502) კი ისევ 3.0 ქულა გააჩნია და 250-მდე მონაწილეს შორის 120-ე ადგილზე იმყოფება.

მე-6 ტურში ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით აშშ-ს სახელით მოთამაშე კაზიმ გულამალისთან (2379) წააგო, მომდევნო ტურში კი თეთრებით გერმანელ მატიას ბახს (2301) დაუპირისპირდება.

6 ტურის თავზე Tradewise Gibraltar Chess Festival 2016-ის ერთბაშად 10 ლიდერი ჰყავს, რომელთა აქტივშიც 5.0-5.0 ქულაა.

ესენი ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი, 2697), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (საფრანგეთი, 2785), მარკუს რაგერი (ავსტრია, 2689), პენდიალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი, 2755), აბიჯეეტ გუპტა (ინდოეთი, 2613), რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი, 2721), იანგუი იუ (ჩინეთი, 2747), ლაზარო ბრიზონ ბაუტისტა (კუბა, 2666), დავიდ ანტონ გუიხარო (ესპანეთი, 2639) და გუჯრატი ვიდატ სანტოში (ინდოეთი, 2642) არიან.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:34 | 28.03.2017
BEERTRANCE (97819)

ბლოკნოტები ბითუმად უნდა გავზიდო ჰოლანდიაში მაშIნ DDDDDDDDDDDDDDDDDDD

23:10 | 27.03.2017
baxt (1836)

ვფიქრობ დე ბურს დანიშნავენ. ახალგაზრდაა, ამბიციურია, გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია აიაქსში, თან ახლა უმუშევარია.

22:23 | 27.03.2017
berodaviti (4285)

ვანგაალი თუ მზადაა უალტერნატივოა, ჰოლანდიის მამაა მწვრთნელობის კუთხით

21:38 | 27.03.2017
burusa (2031)

ღადაობენ რა დროს ვანგაალია? დაილია ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხი?

0.065452