საჩხერის "ჩიხურამ" თურქულ შეკრებაზე, ამხანაგურ მატჩში 2:0 სძლია რუმინეთის "ტიმოშოარას". ორივე გოლი ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა. ჯერ 33-ე წუთზე რთული მდგომარეობიდან დაბალ კუთხეში, ხოლო 61-ე წუთზე მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ახლოდან შეაგდო.
ცნობისთვის, "ტიმოშოარა" რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-11 ადგილზეა.
ჩიხურა: კუპატაძე (მწყერაშვილი), კაკაშვილი (კორიფაძე), კაშია, რეხვიაშვილი, მეგრელიშვილი (ჩიკვაიძე), დობროვოლსკი, განუგრავა, ჭანკოტაძე (ენუქიძე), კირკიტაძე (სარდალიშვილი), ჯოხაძე (ვოლკოვი), კუჭუხიძე (დეკანოიძე)
სოსო ფრუიძის გუნდმა წინა შეხვედრაში ასევე რუმინულ გუნდს სძლია: "იასისთან" 3:2 იმარჯვა.
"ჩიხურას" პრესსამსახურის ფოტო-ვიდეო