კალათბურთი

1:30 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველის გუნდმა მე-8 მოგება მიითვალა

ნიკა მეტრეველის “პასტა რეჯია კასერტამ” იტალიურ სერია ა-ში “ვანოლი კრემონას” 73:64 სძლია და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. ქართველი ფორვარდის კლუბს 18 ტურში 8 მოგება მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.

მეტრეველმა მოედანზე 16 წუთი გაატარა და მასპინძლებს 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. ნიკამ ერთადერთი ტყორცნა გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა დ 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

0.118603