კალათბურთი

0:30 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 12 ქულა და იოლი გამარჯვება

მანუჩარ მარკოიშვილის ”დარუშაფაკამ” თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში იოლი გამარჯვება იზეიმა და 10 მოგებით და 6 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.

სტამბოლურმა კლუბმა “გაზიანთეფი” 90:65 გაანადგურა (ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები სულაც 37-ქულიანი სხვაობით იგებდნენ), მარკოიშვილმა კი მოედანზე 15:12 წუთი დაჰყო და 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მანუჩარმა 4-დან 1 ორქულიანი, 3-ვე სამქულიანი და და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

ქართველ კალათბურთელზე მეტი – 15 ქულა მხოლოდ ფურკან ალდემირმა ჩააგდო, რეჯი რედინგის და მილკო ბიელიცას აქტივში კი, შესაბამისად, 11 და 10 ქულა იყო.

0.110134