ფეხბურთი

22:46 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" ისევ ლევანდოვსკიმ მოაგებინა (+VIDEO)

მიუნხენის “ბაიერნი” ქულების დაკარგვას არც მეორე წრეში აპირებს. მართალია, “რეკორდმაისტერი” ისეთი დაუნდობელი აღარაა, როგორც 2015 წელს, მაგრამ ქულებს სტაბილურად აგროვებს. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ამჯერად გასავარდნ ზონაში მყოფ “ჰოფენჰაიმს” 2:0 აჯობეს. ორივე გოლი წინა ტურის მსგავსად რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. პოლონელმა პირველ შემთხვევაში “ბაიერნის” მრავალსვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა, როცა დუგლას კოშტას ფლანგური გადაცემა კარში გადაგზავნა. მეორე ტაიმში კი, არიენ რობენის ჩინებული გადაცემა შეიშნო და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო – 2:0. “ბაიერნმა” “დორტმუნდს” ისევ 8 ქულით გაუსწრო და ძნელად სავარაუდოა, ასეთი უპირატესობა გაანიავოს, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ კარგა ხანია დარჩენილი.

თუ ჩემპიონი “ბაიერნი” ჩვეულად თამაშობს, ვიცე-ჩემპიონი “ვოლფსბურგი” თავის თავს არ ჰგავს. დიტერ ჰეკინგის გუნდმა ზედიზედ მეხუთე მოუგებელი მატჩი ჩაატარა და ამჯერზე შინ “კიოლნს” ვერაფერი დააკლო. არადა, იულიან დრაქსლერმა “მგლები” დააწინაურა და თამაშის დასრულებამდე არცთუ დიდი ხანი რჩებოდა, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნეს, სტუმრებმა მალევე გაქვითეს. კერძოდ, მოდესტემ შორიდან ლამაზი ბურთი შეაგდო. “ვოლფსბურგის” წარუმატებელი თამაში სატურნირო მდგომარეობაზეც აისახება და ახლა უკვე მეშვიდე ადგილამდე დაეშვა.

“ვოლფსბურგი” – “კიოლნი” 1:1 (0:0) (მიმოხილვა)

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 29 156

“ვოლფსბურგი” (4-4-2): ბენალიო; იუნგი, ნალდო, დანტე, როდრიგესი; ვიეირინია, გუილავოჯი, ლუის გუსტავო, დრაქსლერი; კრუსე (ბენტნერი 66), შურლე (კალიჯური 80)

მწვრთნელი: ჰეკინგი

“კიოლნი” (4-2-3-1): ჰორნი; რისე, მაროჰი, მავრაჟი, მლადენოვიჩი (ვოგტი 80); ლემანი, ჰექტორი; ცოლერი, გერჰარტი, ბიტენკურტი (სვენტო 86); მოდესტე (ოსაკო 90)

მწვრთნელი: შტოგერი

გოლები: 1:0 დრაქსლერი (67), 1:1 მოდესტე (75)

გაფრთხილება: ლუის გუსტავო (77), იუნგი (82), ბენტნერი (89) – ლემანი (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (4) – 11 (4) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: შტარკი

“ბაიერნი” – “ჰოფენჰაიმი” 2:0 (1:0) (მიმოხილვა)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, კიმიჩი, ბადშტუბერი, ალაბა; ალონსო; რობენი, მიულერი (ვიდალი 67), დუგლას კოშტა (ბერნატი 88), კომანი (ალკანტარა 62); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

“ჰოფენჰაიმი” (4-2-3-1): ბაუმანი; კადერაბეკი, ბიჩაკჩიჩი, სულე, კიმი; რუდი, სტრობლი; შმიდი (ვოლანდი 77), ჰამადი (ამირი 68), ვარგასი; კრამარიჩი (ზუბერი 68)

მწვრთნელი: სტევენსი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (32), 2:0 ლევანდოვსკი (64)

გაფრთხილება: დუგლას კოშტა (28) – სტრობლი (28)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 29 (9) – 5 (2) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: დრისი

თეგებიბუნდესლიგა
0.184495