ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა (2485) ცამეტ ტურში 5.0 ქულა მოაგროვა და 14 მონაწილეს შორის მე-12 ადგილი დაიკავა.
დასკვნით ტურში ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ ელტაჯ საფარლისთან (2653) წააგო. შედეგად, ამ უკანასკნელმა 9.0 ქულა მოაგროვა, ისევე, როგორც ინდოელმა ადჰიბან ბასკარანმა (2653) და რუსმა ალექსეი დრეევმა (2644).
დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ბასკარანს ერგო, მას კი კვალში საფარლი და დრეევი მიჰყვნენ. შეგახსენებთ, რომ ტურნირის გამარჯვებულისთვის 2000 ევრო იყო გათვალისწინებული.