საქართველოს 14-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე, ლატვიური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა გუნდმა 5-დან 4 მატჩი მოიგო და მხოლოდ ესტონურ „რაპლამას“ ჩამორჩა, უკან კი რუსული „ხიმკი“, ბელარუსული „ცმოკი“ და ლატვიური „ლიეპაია“ და „რიჟდანე“ მოიტოვა.
ეტაპის დასრულების შემდეგ, ჩვენი ნაკრები მეორე ადგილის მფლობელისთვის განკუთვნილი თასით დაჯილდოვდა. ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში კი ერთბაშად 2 ქართველი შევიდა – ირაკლი კილაძე და ვოვა თავაქარაშვილი.
თავაქარაშვილი ხუთ მატჩში საშუალოდ 22 წუთს თამაშობდა და 15.2 ქულას, 8.4 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებდა, ირაკლი კილაძე კი საშუალოდ ნათამაშებ 26 წუთში 14.6 ქულას, 11.8 მოხსნას, 2.0 პასს და 2.8 ჩაჭრას იხვეჭდა. ორივე მოთამაშეს სპეციალური პრიზები გადაეცა.
www.gbf.ge







