კალათბურთი

21:31 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,აკადემიამ“ ,,ბათუმის“ ყოფილი ლეგიონერი დაიმატა

სუპერლიგის მონაწილე ,,აკადემიამ“ საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ ,,ბათუმის“ ყოფილი ლეგონერი ამერიკელი ცენტრალური თავდამსხმელი ქრისტოფერ ლეონ ფელჩერი ( 12.02.91, 208 სმ ) დაიმატა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,აკადემიას“ მთავარი მწვრთნელის გელა წულაძის ერთ-ერთმა თანაშემწემ გიორგი ნიკოლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ,,აკადემიაში“ უკვე თამაშობენ ბელარუსი ცენტრალური თავდამსხმელი ვლადიმერ კრისევიჩი და ფელჩერის თანამემამულეები ემერსონ ჯეი მიურეი და მაურისიო ბრიგსი. დღეისათვის 8 გუნდიან ჩემპიონატში ,,აკადემია“ ბოლო ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ფელჩერს, იგი ,,ბათუმში“ 2014-2015 წლების საკალათბურთო სეზონში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169375