ჭადრაკი

14:34 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილი ლიდერს დაუზავდა

ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ქართველ მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილს (2485) 5.0 ქულა მოუგროვდა და 14 მონაწილეს შორის მე-12 ადგილზე იმყოფება.

ბაციაშვილი მე-11 ტურში თეთრი ფიგურებით ჰოლანდიელ ერვინ ლ’ამის (2627) დაუზავდა, გუშინ კი შავებით ყაიმი ლიდერ ადჰიბან ბასკარანთან (ინდოეთი, 2653) გააფორმა.

დასკვნით ტურში ბაციაშვილი თეთრებით აზერბაიჯანელ ელტაჯ საფარლის (2653) დაუპირისპირდება, რომელიც 8.0 ქულით მე-3 პოზიციაზეა. მის წინ მხოლოდ ხსენებული ბასკარანი და რუსი ალექსეი დრეევი (2644) არიან 8.5-8.5 ქულით.

0.12628