მოსკოვური “ხიმკის” ამერიკელი გამთამაშებელი ტაირის რაისი ევროლიგის ტოპ-16-ის მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღნიშნულის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
ლიტვურ “ჟალგირისთან” მატჩში რაისმა 20 ქულა, 11 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 35-ს უწია.
ტურის საუკეთესო კალათბურთელთა შორის ნანდო დე კოლო (ცსკა, კოეფიციენტი 28), იანის ბურუსისი (“ლაბორალ კუჩა”, 28) და ალექს აბრინესიც (“ბარსელონა”, 28) მოხვდნენ.