23 წლის ესპანელმა მცველმა ხორდი ამატმა “სუონსთან” კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და “ლიბერთი სთედიუმზე” 2019 წლის ივლისამდე დარჩება. ინფორმაცია უელსური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ამატი პრემიერლიგის ბინადარმა 2013 წელს “ესპანიოლისგან” შეიძინეს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა და ჯამში მხოლოდ 6 მატჩი ჩატარა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონ ევროს შეადგენს.