კალათბურთი

22:20 | 30.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითა” ერთპიროვნული ლიდერია

“ა” ლიგაში დღეს ერთი შეხვედრა ჩატარდა, სადაც ერთმანეთს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი “ვითა” და “კაქტუსი” დაუპირისპირდნენ. “ვითას” უპირატესობა აშკარა იყო, რომელმაც მეტოქე ანგარიშით 83:67 დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ იგი სხვა გუნდებზე ერთი თავით მაღლა დგას და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა დიდი შანსი აქვს 2016-17 წლის სეზონში სუპერლიგის უმაღლეს ლიგაში ითამაშოს.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 29 ქულა “ვითას” უკანახაზელმა ირაკლი ჩლაიძემ დააგროვა. სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ჩლაიძის თანაგუნდელ, ამერიკელ ლეგიონერ, უკანახაზელ ანდრეი ჯოუნსს, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასია. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა “ვითას” კიდევ ერთი წევრი, მძიმე ფორვარდი ლევან შენგელია, რომელმაც 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. “კაქტუსის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 22 ქულა ამერიკელმა ლეგიონერმა, ფორვარდმა დერონ უილიამსმა მიითვალა.

“ვითა” – “კაქტუსი” 83:67 (26:12, 25:17, 10:15, 22:23)

სატურნირო მდგომარეობა 30 იანვრისთვის

ვითა 3 3 0 6
კაქტუსი 3 2 1 5
სეუ 2 1 1 3
წყალტუბო 2 1 1 3
ვინქსი 2 0 2 2
თსუ 2 0 2 2

გთავაზობთ მომდევნო შეხვედრათა განრიგს

3 თებერვალი

16:15 თსუ – “ვინქსი”

18:00 სეუ – “ვითა”

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174229