ფეხბურთი

18:30 | 30.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიონმა” გვალია დაიმატა და “მიკა” დაამარცხა

ბოლნისის “სიონმა” ნახევარდაცვა ლაშა გვალიათი გააძლიერა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გორის “დილას” 24 წლის ფეხბურთელი “სიონში” იჯარის წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

გვალიას დებიუტი უკვე შედგა ბოლნისელთა შემადგენლობაში, სომხურ “მიკასთან” 2:0 მოგებულ სპარინგში გუნდის ახალწვეულმა მოედანზე 45 წუთი დაჰყო.

“სიონმა” “მიკასთან” მატჩით საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა და 1 თებერვლიდან შეკრებას თურქეთში განაგრძობს, სადაც 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

0.120155