ვეტერანი ბრაზილიელი თავდამსხმელი ადრიანო დიდ ფეხბურთს ოფიციალურად დაუბრუნდა. 33 წლის ფორვარდი ამიერიდან ამერიკულ “მაიამი იუნაიტედის” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ “მაიამის” ვებგვერდი იუწყება. ბრაზილიელი ამერიკულ გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
ადრიანოს, რომელიც ფეხბურთიდან 2014 წელს წავიდა, კარიერის საუკეთესო წლები იტალიაში, კერძოდ, მილანის “ინტერსა” და “პარმაში” გაუტარებია. ბოლოს კი, “ატლეტიკო პარანაენსეში” ირჯებოდა. თავის დროზე ბრაზილიის ნაკრებშიც ირიცხებოდა, რომლის ღირსებაც 67 მატჩში დაუცავს და მეტოქეთა კარში 27 გოლი გაუტანია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაცემული იმპერატორი. დიდი ფეხბურთელი შეეძლო გამხდარიყო, მაგრამ ბევრმა რაღაცამ შეუშალა ხელი. ფაქტია ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდა და კაი მატჩებიც ჩაატარა. მე პირადად მადლობელი ვარ ამ კაცის
მაიამი იუნაიტედი როდის მერე ითვლება "დიდ ფეხბურთად"?
ეჰ, ამის უდრები და გახეული ბადეები!
რამდენი კილოა ნეტავ, 125 ?
ადრიანო ოქრიაშვილი :-)
მაგარი იყო ეს ჩემისა რას უბერავდა,ეს და მუტუ პარმაში გლიჯავდნენ,ინტერში საერთოდ აიწყვიტა და გაიშვა,მერე გაუინტერა დალევა ნარკოტიკი ნაშობა ))))
მამა დაეღუპა და ძალიან ინერვიულა...
უბრუნდება რასამბობ არ აამტვეროს მოედანი
გერმანელი რო იყოს რას დაწერდი?
ადრიანო იყო ის ცენტრალური ფორვარდი, რომელსაც რონალდოსგან უნდა გადაებარებინა 9 ნომერი ბრაზილიის ნაკრებში. სამწუხაროდ მისი უაზრობის გამო თვითონაც დაირუპა კარიერა და ამის შემდეგ ტიპიური 9 აღარც ბრაზილიის ნაკრებს ეღირსა
იმპერატორი.... მაგარი იყო პარმაში მერე ინტერში რომ გადავიდა იქაც დაგლიჯა... ცომფედერაციის თასზე ითამაშა მაგრად... 2005ში