ფეხბურთი

14:33 | 30.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პატო “არისტოკრატია”

ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს. როგორც “არისტოკრატთა” ვებგვერდი იუწყება, 26 წლის ფორვარდმა ინგლისურ გუნდთან 6 თვიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო ზაფხულში “ჩელსის” ბრაზილიელის სრულად გამოსყიდვაც შეეძლება.

“ჩელსისთან” კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ამ გუნდს ნდობისთვის და იმედია კლუბისა და გულშემატკივრების მოლოდინს გავამართლებ. ამ ეტაპზე ჩემს თანაგუნდელებს არ ვიცნობ, თუმცა ეს პრობლემა მოგვარდება”, - თქვა პატომ.

ალეშანდრე პატო ევროპაში ზუსტად სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მის საფეხბურთო კარიერაში ერთადერთი ევროპული გუნდია – “მილანი”. “როსონერის” ღირსებას პატო 2007-2013 წლებში იცავდა, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში სამშობლოში “კორინთიანსისა” და “სან პაულუს” რიგებში ირჯებოდა.

0.106271