ფეხბურთი

0:15 | 30.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიონის” ბოლო ტესტ-მატჩი შეკრებაზე წასვლის წინ

ბოლნისის “სიონი", დღეს, სომხურ “მიკას” დაუპირისპირდება და ამით, საქართველოში მოსამზადებელ პერიოდს დაასრულებს.

”სიონმა” მეორე წრისთვის მზადება 10 იანვარს დაიწყო და აქამდე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ვარლამ კილასონიამ ფეხბურთელები ჯერ პირველლიგელ “რუსთავთან” გამოსცადა, ხოლო შემდეგ – მოქმედ ჩემპიონ გორის “დილასთან”.

მომზადების პირველი ეტაპის ბოლო შეხვედრა, რუსთავში, “ფოლადის” სტადიონზე, 30 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.

“სიონის” შემადგენლობაში სამი ახალი ფეხბურთელია – აკაკი შულაია, გიორგი კილასონია და ირაკლი გოგინაშვილი. სამივე ახალწვეული პოზიციით ნახევარმცველია.

ბოლნისელები მომზადების მეორე ეტაპს თურქეთში გაივლიან. გუნდი უცხოეთში 1 თებერვალს მიემგზავრება და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

0.115717