ფეხბურთი

23:25 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სანდერლენდმა” ხაზრის სანაცვლოდ 11 მილიონი გაიღო

როგორც ჟირონდას “ბორდოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ვაჰბი ხაზრიმ “სანდერლენდთან” შეთანხმებას მიაღწია და კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს.

ტუნისის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ინგლისში უახლოეს დღეებში ჩავა და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელებმა ხაზრის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო გადაიხადა.

აფრიკელი მოთამაშე ფრანგულ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116041