საქართველოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა. ეროვნული ნაკრების კაპიტანმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა. სამეულში მოხვდნენ "ვიტესის" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი და "რუბინის" მცველი სოლომონ კვირკველია.
საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელებმა დაასახელეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2015 დღეს გაიმართა და წლის რჩეულები 6 ნომინაციაში გამოვლინდნენ:
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი - ჯაბა კანკავა
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - ალექსანდრე იაშვილი
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ოთარ კიტეიშვილი
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - გულნარა გაბელია
საუკეთესო მწვრთნელი - გია გეგუჩაძე
საუკეთესო მსაჯი - გიორგი ვადაჭკორია