ფეხბურთი

21:45 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ინტერმა” ედერი იჯარით აიყვანა

იტალიის ეროვნული ნაკრების და “სამპდორიას” თავდამსხმელი ედერი მილანის “ინტერში” იჯარის წესით გადავიდა. “ნერაძურის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი კლუბში 2017 წლის ივლისამდე დარჩება, მილანელებს კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიის და იტალიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელმა გენუელთა შემადგენლობასი 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.

0.1167