ფეხბურთი

20:44 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიდიჩმა კარიერა დაასრულა

34 წლის სერბმა ფეხბურთელმა ნემანია ვიდიჩმა კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.

“დრო მოვიდა ბუცები ლურსმებზე ჩამოვკიდო. ბოლო წლებში მიღებულმა ტრავმებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიმაღებინა. დიდი მადლობა ყველას, ვისთან ერთადაც მიმუშავია, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, სტაფს და დიდი მადლობა გულშემატკივრებს წლების განმავლობაში მხარში დგომისთვის.” – ციტირებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებგვერდი ვიდიჩის სიტყვებს.

მცველი წლების განმავლობაში “ცრვენა ზვეზდას”, მოსკოვის “სპარტაკის”, “მანჩესტერ იუნაიტედის” და მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა. საკლუბო დონეზე ვიდიჩმა 491 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა.

სერბეთის ეროვნულ ნაკრებში ნემანია 2002 წელს გამოჩნდა და საკუთარი ქვეყნის ღირსება 56 მატჩში (2 გოლი) დაიცვა.

საუკეთესო წლები ფეხბურთელს “წითელი ეშმაკების რიგებში ჰქონდა. ვიდიჩმა პრემიერლიგა 5-ჯერ, ლიგის თასი 3-ჯერ, “ქომიუნით შილდი” 5-ჯერ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ერთხელ და ფიფას მსოფლიო საკლუბო თასი ერთხელ მოიგო.

პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ვიდიჩი ორჯერ გახდა, ხოლო “მანჩესტერის” წლის საუკეთესო ფეხბურთელად ერთხელ აღიარეს. საკუთარ ქვეყანაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად ნემანია 2005 და 2008 წლებში დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112389