რაგბი

17:50 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლელომ” პრემია დაკარგა

საქართველოს ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა “ლელო-სარასენსმა”, აუტსაიდერ “არმაზთან” გამარჯვება კი მოიპოვა, მაგრამ ორი მოდუნება ორ ლელოდ დაუჯდა და დაგეგმილი პრემიალური ქულა დაკარგა.

საახალწლო შესვენების შემდეგ, “დიდი 10” დღეს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე მე-13 ტურის დედაქალაქური დერბით განახლდა. შეხვედრას არმაზელები, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ მოუგიათ, საკადრო პრობლემებით შეხვდნენ და 23-კაციანი განაცხადში 4 ადგილი შეუვსებელი დარჩათ, რაც ისედაც ფავორიტი “ლელო-სარასენსის” შანსებს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდიდა. ქვეყნის ბოლო სამი გათამაშების გამარჯვებულმა მეტოქე მაგრად დაჩაგრა შერკინებაში და პირველივე წუთებიდან შეძლო საგრძნობი უპირატესობის მოპოვება, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში პრემიალური ქულა ვერ შეინარჩუნა.

თავიდან “არმაზი” შერკინებაში კი დაჯარიმდა, მაგრამ მოლში კარგად დადგა და რადგან ლელო არ შედგა, “ლელო-სარასენსმა” ანგარიში ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმით გახსნა, თუმცა, ამის შემდეგ კარში დარტყმაზე აღარც უფიქრია. ნომინალურ მასპინძლებს წონასწორობის აღდგენის შანსი მე-10 წუთზე მიეცათ, მაგრამ შორიდან ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს და ამჯერად მათმა მოლმა ვერ იმუშავა, ხოლო თამაში რომ გაშალეს ბურთიც დაკარგეს. სამაგიეროდ, მეორე ჯერზე ფავორიტების მოლი კარგად დაიძრა, გიორგი სოსელია გვერდიდან შესვლისთვის დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა. “ლელო-სარასენსმა” ამჯერად შერკინება ირჩია და თორნიკე ბუბუტეიშვილმა შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით ანგარიში 10:0 გახადა.

21-ე წუთზე კაცნაკლულმა “არმაზმა” შორიდან ჯარიმა უკვე კარში დაარტყა და ლაშა სირაძემ დარტყმა ზუსტად შეასრულა. მაგრამ მალე მეორე გაუშვა. ამჯერად “ლელო-სარასენსის” მოლმა 10-12 მეტრი კარგად დაფარა და ბურთი ზვიად მაისურაძემ დაამიწა. ყიასაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო, ტაიმის ბოლომდე თამაშმა უინტერესო ბრძოლაში ჩაიარა და სულ ბოლოს სირაძემ ერთხელაც სცადა ჯარიმის გატანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები “არმაზმა” ძალიან კარგად ჩაატარა, რევაზ ბროძელმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, მეტოქის 22-ში მორკინალებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, მერე თამაში გაშალეს, ირაკლი ნარსავიძემ დაცვაში გაჩენილი სივრცე შენიშნა, ხაზი გაჭრა და ერთი ლელო გაქვითა. გარდასახვა არაზუსტი იყო. განახლდა თუ არა თამაში, ვასილ ლობჟანიძემ მეტოქეს ბურთი ფეხით დაუბრუნა, “ლელო-სარასენსმა” უწყინარ სიტუაციაში შეცდომა დაუშვა, არმაზელებმა ფეხით ითამაშეს და ლელო-გარდასახვით წონასწორობის აღდგენის იმედი გაუჩნდათ, მაგრამ ლაშა ხმალაძემ ბურთი ფეხით კიდით ხაზს იქით მოიგერია. “არმაზმა” ახლა 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია და თამაში გაშალა, მაგრამ ბურთი წინ გადავარდა და სალელოვე შანსი გამოუყენებელი დარჩა.

ჩემპიონები მიხვდნენ, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, მოინდომეს და ორჯერ ალექსანდრე ხეცოიძეს მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა, მაგრამ “ლელო-სარასენსი” მეტოქის 22-ში რომ დამკვირდა ნოდარ ჭეიშვილმა 5-მეტრა დერეფანი მოიგო და გიორგი ლომთაძემ 58-ე წუთზე მესამე ლელო გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ხუთიოდე წუთში “ლელო-სარასენსმა” თავისი მეოთხე და ყველაზე ლამაზი ლელო გაიტანა, როდესაც მცირე მონაკვეთზე ბურთი კარგად გაითამაშა ხეცოიძემ მესამე ცდით მიზანს უწია. ყიასაშვილი ამჯერადაც ზუსტი იყო, 29:8 და ასეთ შემთხვევაში ჩემპიონი პრემიალურ ქულასაც იღებდა.

მაგრამ “ლელო-სარასენსი” ისევ მოდუნდა, “არმაზმა” კვლავ მოინდომა და მათმა მონდომებამ შედეგი გამოიღო - ამჯერად აუტსაიდერების მოლმა იმუშავა კარგად და ზაურ კაჭარავამ მეტოქის პრემიალური ქულა გაანულა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა თამაში რომ განახლდა ბროძელმა კარგად გაჭრა ხაზი, მაღალ სისწრაფეზე ირბინა და მეტოქის ლელომდე 5 მეტრი რჩებოდა როცა შებოჭეს. მიყოლამ არ ივარგა და შანსი დაიკარგა. ამით “არმაზს” ბევრი არაფერი დაუკარგავს, მაგრამ “ლელო-სარასენსმა” დარჩენილ დროში ლელო რომ ვეღარ გაიტანა, 29:13 მოგებისთვის (4:2 ლელოებით) მხოლოდ 4 ქულა ჩაიწერა, თუმცა, ამით მისი ლიდერობა კვლავაც ხელშეუხებელი რჩება.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. დიდი 10. XIII ტური

29 იანვარი

თბილისი. “შევარდენი”. 14:30 საათი

არმაზი (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 13:29 (3:15)

არმაზი: 2 ლელო - ირაკლი ნარსავიძე, ზაურ კაჭარავა; 1 ჯარიმა - ლაშა სირაძე; 1 სინბინი - გიორგი სოსელია

ლელო-სარასენსი: 4 ლელო – თორნიკე ბუბუტეიშვილი, ზვიად მაისურაძე, გიორგი ლომთაძე, ალექსანდრე ხეცოიძე; 3 გარდასახვა - ირაკლი ყიასაშვილი; 1 ჯარიმა - ირაკლი ყიასაშვილი

29/01

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

13

10

1

2

2

1

0

250:178

+72

27/16

45

2

ბათუმი ბათუმი

12

8

1

3

1

3

0

201:158

+43

16/06

38

3

ლოკომოტივი თბილისი

12

8

0

4

1

4

0

225:172

+53

22/12

37

4

ჯიქი გორი

12

7

1

4

3

2

0

193:135

+58

22/09

35

5

აია ქუთაისი

12

7

1

4

1

2

0

198:170

+28

14/12

33

6

ყოჩები ბოლნისი

12

7

0

5

1

3

0

205:189

+16

16/16

32

7

აკადემია თბილისი

12

5

0

7

0

3

0

114:168

-54

07/17

23

8

ხარები რუსთავი

12

4

0

8

0

4

0

141:197

-56

11/22

20

9

არმია თბილისი

12

2

1

9

0

6

0

195:268

-73

13/31

16

10

არმაზი თბილისი

13

0

1

12

0

7

0

165:252

-87

15/22

9

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

29/01 @ 16.35

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

30 იანვარი

თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ხარები (რუსთავი)

ფოთი. 14:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - აკადემია (თბილისი)

31 იანვარი

თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი

ჯიქი (გორი) - არმია (თბილისი)

ქუთაისი. 14:30 საათი

აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

0.156335