ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ლუკა მარონე სეზონის ბოლომდე სერია A აუტსაიდერ “ვერონაში” იჯარის წესით იასპარეზებს. აღნიშნულ ინფორმაციას “ჰელასის” ვებგვერდი ავრცელებს. 25 წლის მარონემ სეზონის პირველი ნახევარი ასევე იჯარით “კარპიში” გაატარა, რომლის ღირსებაც 9 თამაშში დაიცვა და მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.
მარონე “იუვენტუსის” სკოლის აღზრდილია, მაგრამ ტურინულ გრანდში ფეხი ვერაფრით მოიკიდა და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გუნდებში ხშირად იყო განათხოვრებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია