ფეხბურთი

13:44 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” რუმინული გუნდი დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა საჩხერის ”ჩიხურამ” პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთის პირველი ლიგის მეშვიდეადგილოსან “იაშისთან” გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 იმარჯვა.

საჩხერლებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: კაკალაძე (კუპატაძე), კორიფაძე, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე (მეგრელიშვილი), დობროვოლსკი, განუგრავა, ენუქიძე (ჭანკოტაძე), კირკიტაძე (სარდალიშვილი), ვოლკოვი (ხარაბაძე), კუჭუხიძე (დეკანოიძე).

გოლები: 0:1 ბოიანი (58), 0:2 ჯიანმარკო (64), 1:2 დეკანოიძე (74), 2:2 სარდალიშვილი (86), 3:2 ჭანკოტაძე (92).

“ჩიხურა” მომდევნო საკონტროლო მატჩს 31 იანვარს კიდევ ერთ რუმინულ კლუბ “ტიმიშოარასთან” გამართავს.

0.1176