იტალიის ნაკრების მცველი და მილანის “ინტერის” ყოფილი ფეხბურთელი ანდრეა რანოკია ოფიციალურად კარიერას “სამპდორიაში” გააგრძელებს. 27 წლის მოთამაშემ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე მოასწრო. რანოკია გენუაში სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით ითამაშებს.
ანდრეა რანოკია “ინტერს” 2011 წელს მეორე გენუურ გუნდ “ჯენოადან” შეუერთდა და 2014 წლიდან მოყოლებული “ნერაძურის” კაპიტანიც იყო, თუმცა მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. რანოკიას იტალიის ეროვნულ ნაკრებში აქამდე 26-ჯერ უთამაშია და როგორც მან თქვა, “სამპაში” თამაშის გადაწყვეტილება სწორედ ნაკრების გამო მიიღო, რადგან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს...