მეორე ტურის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს "კაქტუსი" და სეუ დაუპირისპირდა, რომელთაც პირველი შეხვედრა მოგებული ჰქონდათ. ფავორიტად "კაქტუსი" ითვლებოდა, რომლის რიგებშიც ამერიკელ ლეგიონერებთან (კაელ ჯექსონი, დენიელ ვილიამსი) ერთად სუპერლიგის გამოცდილი კალათბურთელები ბექა ჩიკვილაძე და რევაზ ათანელიშვილი თამაშობენ. პროგნოზმა გაამართლა. 95:71 გაიმარჯვა "კაქტუსმა, რომელიც ვითასთან ერთად ქულათა მაქსიმუმით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.
"კაქტუსმა" პირველ ტაიმშივე შეძლო დიდი უპირატესობის მოპოვება და 17 ქულის სხვაობით, 50:33 მოიგო. მესამე მეოთხედში სეუმ 4 ქულით შეძლო ანგარიშში სხვაობის შემცირება. დასკვნით მეოთხედში "კაქტუსი" კიდევ უფრო გააქტიურდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ დიდი ანგარიშით მოახერხა მეტოქის დამარცხება.
ამ შეხვედრაში ყვველაზე მეტი 24 ქულა ჯექსონმა დააგოვა, რომელსაც ჩიკვილაძე ერთი ქულით ჩამორჩა. 11 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი ათანელიშვილმა შეასრულა. სეუს შემადგენლობაში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგაძე იყო.
"კაქტუსი" - სეუ 95:71 (24:16, 26:17, 20:24, 25:14)







