“ავსტრალიის ღია პირველობის” ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი გერმანელ აგნელიკა კერბერს დაუპირისპირდება.
ნახვარფინალში სერენამ პოლონელ აგნეშკა რადვანსკას 6:0, 6:4 აჯობა. შეხვედრა საათსა და 6 წუთში დასრულდა. უმცროსმა უილიამსა 8 ეისი ჩააწოდა, 6 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა.
კერბერმა 1/2-ფინალში ბრიტანელ კონტას 7:5, 6:2 მოუგო. 28 წლის გერმანელი ანგელიკა კერბერი კარიერის მანძილზე პირველად გავიდა “დიდი სლემის” ფინალში.
სერენას “ავსტრალიის ღია პირველობა” ექვსჯერ აქვს მოგებული.
ურთიერთშეხვედრებში უილიამსი კერბერს 5:1 ამარცხებს.
ფინალში დამარცხებული 1 900 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს, ხოლო -გამარჯვებული 3 800 000 ამერიკულ დოლარს.









