"ა" ლიგის ერთ-ეთი ლიდერი ვითა ერთ-ერთ აუტსაიდერ თსუ-ს დაუპირისპირდა, როგორც მოსალოდნელი იყო ვითამ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით 102:58 დაამარცხა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში ვითა ლიდერობდა და მის გამარჯვებაში ეჭვი არავის შეჰპარვია. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 14-14 ქულა ვითას უკანახაზელმა ირაკლი ჩლაიძემ და მძიმე ფორვარდმა ამერიკელმა ლეგიონერმა ომარ ტომასმა დააგროვეს. 12 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ვითას კიდევ ერთი ამერიკელი ლეგიონერი უკანახაზელი ანდრეი ჯოუნსი.
სტუდენტების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ფორვარდი ვახტანგ ჩქარეული იყო, რომლის ანგარიშზეც 13 ქულაა.
ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დაუმარცხებლად მოასპარეზე "კაქტუსი" და სეუ ხვდებიან.
ვითა - თსუ 102:58
(26:14, 24:6, 24:22, 28:16)







