ესპანელი შემტევი ნახევარმცველი - მიკელ ალვარო თბილისის "დინამოში" დაბრუნდა. ბასკი ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდში 2011-2013 წლებში თამაშობდა და 59 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. ბოლოს ალვარო ახალ ზელანდიურ "ოკლენდ სიტიში" გამოდიოდა, რომელთან ერთადაც 2015 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. მანამდე, ალვარო ბაქოს "ინტერის" ღირსებას იცავდა. "დინამომ" ნახევარმცველთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.