ესპანეთის თასის საპასუხო მატჩის პირველ ტაიმში "ბარსელონამ" საკუთარი გულშემატკივარი კი ანერვიულა, თუმცა შესვენების შემდეგ "ბილბაოს" სამი გოლი გაუტანა. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება კატალონიელებს სტუმრად 2:1 ჰქონდათ მოგებული და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება საკუთარ მოედანზე თითქოს არ უნდა გაჭირვებოდათ, მაგრამ მე-12 წუთზე გოლი გაუშვეს - 0:1 ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე. მეორე ტაიმში კი სუარესმა, პიკემ და ნეიმარმა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნეს - 3:1 და "ბარსა" თასისთვის ბრძოლას განაგრძობს.