სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

0:31 | 28.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილმა ისევ წააგო

ქართველმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა (2485) ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა და ლიდერთა ჯგუფს საგრძნობლად დაშორდა.

მე-10 ტურში ბაციაშვილმა შავი ფიგურებით რუს ალექსეი დრეევთან (2644) წააგო და 4.0 ქულით 14 მონაწილეს შორის მე-11 ადგილზე იმყოფება. მე-11 ტურში, რომელიც 29 იანვარს შედგება, ნინო თეთრებით ჰოლანდიელ ერვინ ლ’ამის (2627) ეთამაშება.

ამ დროისთვის ჰოლანდიური ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ინდოელი ადჰიბან ბასკარანი (2653) გახლავთ 7.5 ქულით. მას ნახევარი ქულით ხსენებული დრეევი ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.135539