დღეს, ბათუმის „დინამო“ ბელეკში საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა. ბათუმური კლუბი თურქეთში ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
შეკრებაზე „დინამო“ შემდეგი შემადგენლობითაა წასული.
მეკარეები: მიხეილ ალავიძე, შოთა მამინაშვილი, რომან ტაკიძე.
მცველები: ანზორ სუხიაშვილი, ბადრი ტეტუნაშვილი, ნიკა მგელაძე, ვაჟა ქორიძე, არჩილ ტვილდიანი, ზურაბ ქათამაძე.
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია, გიორგი ქავთარაძე, ვაკო თევდორაძე, გელა გოგიტიძე, პაპუნა ფონიავა, ნიკა დიასამიძე, ბექა ჭკუასელი, ბექა ვარშანიძე, ნიკა კვანტალიანი, გიორგი კაშია.
ფორვარდები: გიორგი ბერიაშვილი, გიორგი გაბედავა, ტატო აბუსელიძე, თამაზ მაქაცარია.
გუნდს ანტალიაში ბოსნიელი მცველი მარკო მიხაილოვიჩი შეუერთდება. რაც შეეხება გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს. “დინამოს“ კაპიტანმა ბორის მახარაძემ გუნდი იანვრის დასაწყისში დატოვა და ოჯახური პრობლემების გამო, თბილისის „ლოკომოტივში“ გადაბარგდა, ხოლო ლუის მედინა კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს.
მატჩების განრიგი
31 იანვარი - „პოდბრეზოვა“, სლოვაკეთი
3 თებერვალი - „პაკში“, უნგრეთი
6 თებერვალი (სავარაუდოდ) - „ბოტოშანი“, რუმინეთი
8 თებერვალი - „ზორია“, უკრაინა
9 თებერვალი - „ირტიში“, ყაზახეთი