თბილისის "ლოკომოტივმა"საგურამოში საკონტროლო მატჩი გამართა და "ვიტ ჯორჯიას" 2:0 სძლია. ჟერარდ სარაგოსას გუნდს უპირატესობა ჰქონდა და გოლებშიც გარდასახა. ჯერ ალეკო მზევაშვილმა გაიტანა ხელსაყრელი პოზიციიდან, ხოლო შემდეგ ალექსი ბენაშვილმა შორიდან ძლიერი დარტყმით გაზარდა სხვაობა.
შეგახსენებთ, "ლოკომოტივი" 31 იანვარს დილით ესპანეთში გაფრინდება შეკრებაზე და რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს. 8 თებერვალს გუნდი დონეცკის "შახტარს" ეთამაშება. დონეცკელთა შორის კი, გეცოდინებათ, გიორგი არაბიძეა, რომელიც სწორედ "ლოკომოტივის" გაზრდილი გახლავთ და შარშან გაიყიდა უკრაინის წამყვან კლუბში.