ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაში მყოფი კრისტიან ატსუ კარიერას “მალაგაში” განაგრძობს. აღნიშნული ცნობა ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
24 წლის განელი ვინგერი “ლა როსალედაზე” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.
ატსუ სეზონის დაწყების წინ “ბორნმუთში” გადავიდა იჯარით, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა და “დინ კურტიდან” აბარგება მოუწია.