ფეხბურთი

16:36 | 27.01.2016 | ნანახია 2364 - ჯერ

“ჩელსი” პოჩეტინოს კანდიდატურასაც განიხილავს

როგორც The Times-ი იუწყება, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე “ტოტენჰემის” თავკაცის მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურასაც განიხილავს.

“არისტოკრატებმა” მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიო დაითხოვეს და დროებით მწვრთნელად გუს ჰიდინკი დანიშნეს. “ჩელსის” მესაჭეობის ჩამბარებელთა სიაში დიეგო სიმეონე, ხორხე სამპაოლი და დიდიე დეშამიც ფიგურირებენ.

პოჩეტინის გაწვრთნილი “სპურსი” მიმდინარე სეზონში შედეგიანად თამაშობს და პრემიერლიგის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია. “ტოტენჰემს” პრემიერლიგაში 23 ტურის შემდეგ 42 ქულა აქვს და ლიდერ “ლესტერს” 5 ქულით ჩამორჩება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:49 | 27.01.2016
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ტოტენჰემი იმსახურებს ლიგაზე გასვლას

16:49 | 27.01.2016
CR7NOLE (15561)

ლესტჩესტერი

16:49 | 27.01.2016
CR7NOLE (15561)

ლიდერ ლესტერდინიოს 5 ქულით ჩამორჩება რა დვიჟენიები მიდის პრემიერ ლიგაში

0.123419